აშშ-ის საელჩო - ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია
2024-10-03 13:36:38

პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია. 

ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას",- მისწერეს 3 ოქტომბერს "რადიო თავისუფლებას" საელჩოდან.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი