ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის საპორტო ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა
2024-10-03 13:23:36

მსოფლიო

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის საპორტო ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვა ლატაკიის რაიონში "სამიზნეების" წინააღმდეგ მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ქალაქი ჯაბლა ლატაკიის რეგიონში, ხმეიმის ავიაბაზასთან მდებარეობს, რომელსაც ამ დროისთვის რუსეთი მართავს.

"აღკვეთილი იქნება "ჰეზბოლასთვის“ ლიბანში იარაღის გადაზიდვის ყველა მცდელობა, რომლის მიწოდება ხშირად სირიის გავლით ხდება",- განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი