მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტების სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 6 ადამიანი
2024-10-03 13:14:44

მსოფლიო

მექსიკაში, ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა - დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია 10. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მექსიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პატრულმა შენიშნა მაღალი სიჩქარით მოძრავი მიგრანტების მანქანა, რომელიც არმიის საკონტროლო პუნქტთან არ გაჩერდა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუხსნეს.

ავტომობილში 33 მიგრანტი იმყოფებოდა.

"სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან",- განაცხადეს მექსიკის თავდაცვის უწყებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი