ნინო ნიჟარაძე ზურაბ თენიეშვილთან ერთად ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში იმყოფებოდა
2024-10-03 12:37:21

რეგიონი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან ერთად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული დაწესებულება დაათვალიერა, რომელიც ახალი სამედიცინო რეგულაციების შესაბამისად მოეწყო.

“მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის ფარგლებში სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას მოიცავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ პროგრამის შესახებ ვრცლად https://urlis.net/bz7ky64f


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო