უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 105 „შაჰიდიდან“ 78 ჩამოვაგდეთ
2024-10-03 09:51:56

ომი უკრაინაში

3 ოქტომბრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 105 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 78 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონების განეიტრალება კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, ხმელნიცკში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიშევში, ხერსონში, ოდესაში, ხარკოვში, სუმში და ა.შ. მოხდა.

საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი