რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვის ურბანული ზონა დაბომბეს
2024-10-03 00:56:36

ომი უკრაინაში

რამდენიმე წუთის წინ რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრიანვებიდან ჩამოყრილი პლანირებადი ავიაბომბებით ქალაქი ხარკოვის ურბანული ზონა დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა, უცნობია ვინმე დაიღუპა თუ არა.

რუსულ ავიადაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა.

"ხარკოვი, სალტოვკა, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსს რუსული ბომბი მოხვდა.

ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა დაშავებულის ძებნა მიმდინარეობს. ამ დროისთვის 8 დაჭრილია. ყველა საჭირო დახმარებას გავუწევთ.

და იმისათვის, რომ რუსეთის მსგავსი თავდასხმები შეჩერდეს, უკრაინამ უნდა მიიღოს საჭირო და, რაც მთავარია, საკმარისი დახმარება მსოფლიოსგან, მისი პარტნიორებისგან. ყველა ლიდერმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. მნიშვნელოვანია იყოთ გადამწყვეტი." - წერს ზელენსკი თავის ტელეგრამ არხზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი