DeepState - რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ უგლედარის ოკუპაცია მოახერხა
2024-10-02 12:04:49

ომი უკრაინაში

ანალიტიკური პროექტი DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ უგლედარის ოკუპაცია მოახერხა. ამის შესახებ მანამდე დონეცკის ოლქის გუბერნატორმაც განაცხადა.

"მტერი უკვე თითქმის ქალაქის ცენტრთანაა" - განაცხადა უკრაინულ ტელევიზიაში ოლქის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა.

მანამდე უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის დრონების ბატალიონის მეთაურმა, ანდრიი ნაზარენკომ განაცხადა, რომ უგლედარში უკრაინული მხარე სამხედროებისა და შეიარაღების მხრივ ნაკლებობას განიცდიდა.

"ვითარება უგლედარში ძალიან რთულადაა, ყველაზე რთულია, რადგან იერიშები უკვე ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება და მტერი მუდამ ცვლის რიგებს ახალი, გაწვრთნილი ძალებით". - განუცხადა ნაზარენკომ გამოცემა Reuters-ს.

ნაზარენკოს თქმით, მისი დანაყოფი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქალაქიდან ქვეითების უკან დასახევად "ფანჯარა" შეენარჩუნებინათ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი