უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 „შაჰიდიდან“ 11 ჩამოვაგდეთ
2024-10-02 10:32:51

ომი უკრაინაში

გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 32 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 11 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

მათი ცნობით, 10 დრონი უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა, 4-მა დრონმა კი, რუსეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.

"თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის რეგიონებში",- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი