პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
2024-10-01 17:31:31

რეგიონი

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, ხანდაზმულთა კლუბის ,"ღირსეული სიბერე" წევრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა. 

"ღონისძიებაზე, კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიას, რომ კლუბის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალურ ღონისძიებებში.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.  
  პროგრამის ფარგლებში ხანდაზმულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე