ბორელი - რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რათა მოსახლეობა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს
2024-10-01 15:50:37

ომი უკრაინაში

რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რათა მოსახლეობა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინაში ენერგოსისტემის მხრივ, შესაძლოა, საგანგებო სიტუაცია შეიქმნას.

"რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინაში, შესაძლოა, შეიქმნას საგანგებო სიტუაცია, რაც უკრაინელების მხრიდან საკუთარი ქვეყნისა და სახლის დატოვების იძულებას გამოიწვევს", - აღნიშნა ბორელმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი