ფილაშკინი - უგლედარიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია - ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა თითქმის შეუძლებელია
2024-10-01 14:40:17

ომი უკრაინაში

უგლედარიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია - დასახლებულ პუნქტში 107 მცხოვრები რჩება,- ამის შესახებ დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი Telegram-ზე წერს.

მისი განცხადებით, უგლედარში ბრძოლები მიმდინარეობს - ამიტომ, დასახლებულ პუნქტში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა თითქმის შეუძლებელია.

"ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის შიგნით. ამიტომ, ჰუმანიტარული დახმარების შეტანა თითქმის შეუძლებელია. უგლედარში კვლავ 107 ადამიანი რჩება. საბედნიეროდ, იქიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია“,- წერს ფილაშკინი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც, უგლედარის ერთ-ერთი შენობის თავზე რუსმა სამხედროებმა რუსეთის დროშა აღმართეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი