ნინო ენუქიძე - პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმისა და ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და ბიზნესის აქტიური მუშაობის შედეგია
2024-10-01 13:35:45

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის  ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა.

"ასევე აღსანიშნია, რომ გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმაც, შედეგად, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 110 000 000 ლარის ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში  180 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული " - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში, შესაბამისად, ქონების სააგენტოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია   ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.

"ბიზნესთან მუშაობას გავაგრძელებთ ინტენსიურად და ვეცდებით, რომ წლის ბოლოსაც საუკეთესო შედეგები გვქონდეს" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო