რუსულმა ძალებმა ხერსონის ბაზარი დაბომბეს - არის მსხვერპლი
2024-10-01 11:54:19

ომი უკრაინაში

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრში, ბაზრის ტერიტორია დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 3 ადამიანი.

"გამოძიების თანახმად, დაახლოებით, 09:00 საათზე რუსმა სამხედროებმა დარტყმები სავარაუდოდ, ქვემეხით, არტილერიით ხერსონის ცენტრში განახორციელეს. არტილერიით დაიბომბა ბაზრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ტერიტორია“, - ნათქვამია ხერსონის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი