კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
2024-10-01 10:38:16

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები  გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ დოესში ერთი პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან  მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"პროექტი შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველომ N1" განახორციელა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობამ უზრუნველყო როგორც მოსწავლეების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების, ასევე ადგილობრივების უპრობლემო გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო