კასპში, „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა
2024-09-30 14:06:37

რეგიონი

ქალაქ კასპში, კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მეხუთედ გაიმართა „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი, რომელიც კასპში 2018 წელს დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფესტივალის მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა.

"ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: "ბორნელა", "ქართლი", "გორი“, „სამზიანო“, "ფესვები“, "რიხი“, „კაბადონი“, "ბახტრიონი“, "მოურავი“, "ფერხისა“, "ლომისი“, „ქალილო“, "ამაღლება“, "ჩაკრულო“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, კასპის სალოტბარო სკოლა, ინდივიდუალური შემსრულებლები ანანო უზნაძე.

ფესტივალს ესწრებოდა და სტუმრებს მიესალმა კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფესტივალის ინიციატორებს, მონაწილეებს და მხარდამჭერს. კომპოზიტორმა ფესტივალის ღირებულებასა და მონაწილე ანსამბლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სცენაზე მდგომი ტრადიციის გამგრძელებელი ახალგაზრდა მომღერალი თაობაა.

მონაწილე ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე