2024-2025 სასწავლო წლის „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა’’ დაიწყო
2024-09-29 15:12:31

სამხედრო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა “ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მესამე ნაკადის მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

2024-2025 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ 5-თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის ძალების ოფიცრები, თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამას, ასევე გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სტუდენტები.

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე