Reuters - ბეირუთზე ისრაელის იერიშს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე ემსხვერპლა
2024-09-28 18:20:21

რეგიონი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელს კონკრეტულად ნილფორუშანის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, დაჰიეს გარეუბანში მდებარე "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ თავდასხმას "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით "ჰეზბოლამაც" დაადასტურა. ნასრალასთან ერთად, დაჯგუფების სხვა მეთაურების, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ფრონტის მეთაურის, ალი კარაკის ლიკვიდაციაც განხორციელდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო