სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
2024-09-28 14:10:25

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტურნირში კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის გუნდები მონაწილეობდნენ.

"გამარჯვებული გუნდებისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო. 

I  ადგილი  - კასპი 10 000 ლარი:

II  ადგილი - ქარელი  5 000 ლარი;

III ადგილი  - გორი  3 000 ლარი.

ტურნირი ჩაატარა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ.

ტურნირის მხარდამჭერები გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, მთავარი მსაჯი კი, სოსო მამულაშვილი იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და  ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე