ნინო ნიჟარაძე მარი ზანაქიძესთან ერთდ, საქართველოში გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2024-09-27 18:46:13

რეგიონი

ტელემედიცინის პროექტის პილოტირების ფარგლებში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთდ, საქართველოში გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მინისტრი გაეროს წარმომადგენელს ესაუბრა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, განიხილეს ტელემედიცინის პროექტის მიმდინარეობა.

"საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის ზრდის მიზნით, მიმდინარეობს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელე-მედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების”.

პროექტის ფარგლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ტელემედიცინის პროექტის პილოტირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყება.

პირველ ეტაპზე დაიწყება შემდეგი ინსტრუმენტების პილოტირება: ალტერნატიული ონლაინ ანტენატალური ვიზიტების და ექსპერტთა ელექტრონული ჰაბის დანერგვა, რომელის საშუალებითაც ადგილობრივ მეან-გინეკოლოგებს საშუალება ექნებათ მოიძიონ მეორე ესქპერტული მოსაზრება ქვეყნის წამყვან დედათა ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისაგან", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე