კასპის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
2024-09-27 14:34:57

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა. 31 წელი გავიდა ამ მძიმე ბრძოლიდან, რომელმაც მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები. ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. 

ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.

პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერისკენ გადაინაცვლა, სადაც გვირგვინით შეამკეს საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის ბიუსტი",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. 


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო