ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 4 მისამართზე უფასოდ ჩაატარებს
2024-09-27 13:48:55

სპეციალური ანონსი

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 4  მისამართზე უფასოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:

  • 10:00-11:00 სთ - ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ);
  • 12:00-13:00 სთ - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან);
  • 14:00-15:00 სთ - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ);
  • 16:00-17:00 სთ - დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან).

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო