ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ
2024-09-25 16:20:22

რეგიონი

"პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, პაციენტთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით" - პროექტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და პროექტის განხორციელებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე განსახორციელებელი პროექტები, არაგადამდებ დაავადებათა მიმართულებით, როგორიცაა ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარების მიზნით პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გაიმართება.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო