უკრაინა-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათზე დაიწყება
2024-09-18 10:53:17

სპორტი

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024-2025 წლის გათამაშების მე-3 შეხვედრას უკრაინასთან გამართავს - მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ეროვნული ნაკრების ცნობით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

“ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. დაკონკრეტებულია, რომ თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, 2 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთის შესაძენად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მყიდველი ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო