„არა კრემლის დიქტატს“ - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება
2024-09-15 13:54:48

სპეციალური ანონსი

"არა კრემლის დიქტატს" - ამ სლოგანით დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათიდან დაიწყება.

"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხის გენოციდში დასდო ბრალი!

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს.

ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება!

15 სექტემბერს, 19:00-დან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ!" - აღნიშნულია "დაფიონის" განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო