სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება
2024-09-12 16:23:29

სპეციალური ანონსი

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი მიულოცავენ.

მათივე ინფორმაციით, პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო