ტეილორ სვიფტმა არჩევნებში მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა
2024-09-11 11:23:10

Lifestyle

ამერიკელმა მომღერალმა სუპერვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა განაცხადა, რომ ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას კამალა ჰარისს მისცემს.

მან ეს განცხადება ჰარისსა და რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის დებატების დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთში გააკეთა.

„2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას მივცემ კამალა ჰარისსა და ტიმ უოლცს“, - დაწერა მან ინსტაგრამზე და ჰარისს ნიჭიერ ლიდერს უწოდა.

"მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ბევრად მეტს მივაღწევთ, თუ სიმშვიდით ვიხელმძღვანელებთ და არა ქაოსით", - დასძინა მომღერალმა.

მან თქვა, რომ მის გადაწყვეტილებაზე საჯაროდ გამოსულიყო, გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ფოტოებმა. მათში სვიფტი თითქოს რესპუბლიკელს უჭერს მხარს.

„ამან ნამდვილად გააჩინა ჩემი შიში ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის გავრცელების საშიშროების შესახებ. ამან მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ძალიან ღია უნდა ვიყო ჩემი რეალური გეგმების შესახებ ამ არჩევნებთან დაკავშირებით“, - წერს იგი.

მან დაამატა თავისი ფოტო კატასთან ერთად და წარწერა "უშვილო კატა ქალბატონი", რაც მიუთითებს რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის J.D. ვენსის კომენტარებზე, რომელმაც უშვილო ქალები გააკრიტიკა.

ტეილორ სვიფტი არის სუპერვარსკვლავი, რომლის კონცერტებზე ბილეთები წუთებში იყიდება და ათიათასობით ადამიანს აგროვებს.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო