საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება
2024-09-10 10:04:39

სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 10 სექტემბერს "ერთა ლიგის" მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. 

მატჩი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში უკვე გამართა.

ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ "ერთა ლიგის" ახალი გათამაშება საქართველომაც და ალბანეთმაც გამარჯვებით დაიწყეს. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო