ქართველი პარაძიუდოისტები გიორგი და ინა ქალდანები პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან
2024-09-06 14:02:55

სპორტი

ქართველმა პარაძიუდოისტებმა, გიორგი და ინა ქალდანებმა პარალიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი, ხოლო ინა ქალდანმა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალის საგზურისთვის ორთაბრძოლში ქართველი პარასპორტსმენი გიორგი ქალდანი უზბეკ კურანბაევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია.ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა, ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო