ირანელ ბლოგერს რეჟიმმა ტვიტერში წერტილის დასმისთვის 12 წელი მიუსაჯა
2024-09-02 17:23:18

სხვადასხვა

ირანელ ბლოგერ ჰოსეინ შანბეჰზადეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტვიტისთვის, რომელიც მხოლოდ ერთ წერტილს შეიცავდა, ბლოგერმა წერტილი  გამოქვეყნა აიათოლა ხამენეის პოსტის საპასუხოდ.

მისმა პოსტმა უფრო მეტი მოწონება მიიღო, ვიდრე ხამენეის, რამაც გამოიწვია საზოგადოების პროტესტი და გამოიწვია მისი დაპატიმრება. ბლოგერს მიესაჯა ხუთი წელი „ისრაელის სასარგებლოდ პროპაგანდისთვის“, ოთხი წელი „ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“, ორი წელი „ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ და ერთი წელი „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის“.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, ბლოგერის ანგარიში კი გაუქმებულია.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე