ემანუელ მაკრონი: გადაწყვეტილება Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის დაკავების შესახებ არ არის პოლიტიკური
2024-08-26 19:01:31

სხვადასხვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად კომენტარი გააკეთა Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის დაკავებაზე, რომელიც, მისი თქმით, მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მოსამართლეებს ეკისრებათ“, - წერს მაკრონი X-ში.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ „კანონის უზენაესობის პირობებში, სოციალურ მედიასა და რეალურ ცხოვრებაში, თავისუფლებები ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა დაიცვას მოქალაქეები და პატივი სცეს მათ ფუნდამენტურ უფლებებს“.

„საფრანგეთი ყველაზე მეტად ერთგულია გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ. ასე დარჩება“, - დასძინა პრეზიდენტმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო