რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა ტრამპს სუსტი კაცი უწოდა და კამალა ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
2024-08-23 11:27:38

სხვადასხვა

ყოფილმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, ილინოისიდან, ტრამპს “სუსტი კაცი უწოდა, რომელიც თავს ძლიერად აჩენს“ - პოპულარული რესპუბლიკელი დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

კიზინგერმა ამერიკელ ამომრჩეველს მოუწოდა ხმა კამალა ჰარისს მისცეს.

“კინზინგერი ადრე ტრამპისგან დისტანცირებული იყო და მსახურობდა კონგრესის კომისიაში, რომელიც იძიებდა კაპიტოლიუმის შტურმს 2021 წლის 6 იანვარს. ის იყო ერთ-ერთი იმ ათიდან რესპუბლიკელ პალატაში, რომლებმაც ხმა მისცეს ტრამპის იმპიჩმენტს.
უფრო ადრე კიზინგერმა განაცხადა რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ დანიშნა სენატორი ჯეიმს დი ვენსი მის ვიცე-პრეზიდენტად, ზეიმი გამოიწვია მოსკოვში. 

რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე