მეტამ წაშალა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელის 76 ექაუნთი
2024-08-15 22:41:32

High - Tech

მეტამ ამ სოციალური ქსელების პოლიტიკის დარღვევის გამო წაშალა 76 Facebook ექაუნთი, 30 Facebook გვერდი და 11 Instagram ანგარიში. მეტას ინფორმაციით, ეს გვერდები მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს და აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს.

ქსელი მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფეისბუქის ყალბი გვერდები ახალი ამბებისკენ იყო ორიენტირებული და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. რუსეთი ასევე იყენებდა YouTube-ის, Telegram-ისა და TikTok-ის გვერდებს და ჯამში 77 000 დოლარი დახარჯა რეკლამაში, იტყობინება Meta.

მეტას გამოძიებას პატიოსანი არჩევნების მიერ მოძიებული და მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო