თურქეთში ინსტაგრამი განბლოკილია - სოციალური ქსელი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდა
2024-08-11 17:59:43

High - Tech

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო ინსტაგრამის განბლოკვა. ეს მოხდა სოციალური ქსელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლებიც დაპირდნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დაწყებას. განბლოკვის შესახებ განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ.

მინისტრის თქმით, ინსტაგრამის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ დააკმაყოფილებენ ხელისუფლების მოთხოვნებს, განსაკუთრებით „კატალოგური დანაშაულების“ სფეროში დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ასევე პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ მომხმარებლის ცენზურაზე.

”თავიდანვე გვინდოდა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებმა პატივი სცენ რესპუბლიკის კანონებს”, - თქვა ურალოღლუმ.

თურქეთში სოციალური ქსელის დაბლოკვა ცხრა დღე გაგრძელდა. ამან გამოიწვია მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესის პროტესტი. Statista-ს მონაცემებით, ინსტაგრამის მომხმარებელთა რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ინდოეთის, აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდონეზიის შემდეგ. ქვეყანაში 57 მილიონი მომხმარებელია.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო