რობერტა მეცოლა: შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია
2024-07-14 17:10:00

კომენტარი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.

„შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა“, - წერს მეცოლა.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე დახვრიტეს. ტყვიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ყური დაუკრა, რის შემდეგაც უშიშროების თანამშრომლებმა მას დაფარეს. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა. FBI-მ ეჭვმიტანილი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაასახელა. მკვლელობის მცდელობის შედეგად აქციის ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო