გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
2024-06-30 15:57:19

კომენტარი

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში წარმატებებს უსურვებს და წერს, რომ ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გასვლას ელის.

საქართველო-ესპანეთის მატჩის გამარჯვებული გერმანიას დაუპირისპირდება. 29 ივნისს გერმანიის ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. გოლები კაი ჰავერცმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს.

„კარგი, საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებები!”, – გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას გერმანელი დიპლომატი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნის სტადიონზე უძლიერეს მეტოქე ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის პირველ ჩემპიონატზე პლეი ოფში გავიდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავბრობო ორგანიზაციები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში!
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება