პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, სუს-ის წარმომადგენელი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ნადირაძის თქმით, თავდამსხმელს ჯიბიდან ბლაგვი საგანი გადმოუვარდა, რითაც, სავარაუდოდ, თავდასხმას გეგმავდა.
"ვიდექით, მოვიდა სუს-ის ნასეტკა, რომელმაც არც აცია და არც აცხელა და თავს დამესხა ფიზიკურად.. ჭიდაობისას, როდესაც დავვარდით, აი რა ამოუვარდა ადამიანს. აი, რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და სუს-ის ნასეტკებს. თუ გგონიათ, რომ აქ მყოფი ადამიანები,რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო არიან მოსულები, ძალიან ცდებიან და ასეთი სუს-ის ნასეტკებით ვერ შეგვაშინებენ ვერავის. ეს ორი დღეა სუს-ი ცდილობს პროვოკაციებს. მოვიდა, შენ ხარ ირაკლი ნადირაძეო და დამესხა თავს. ვერ მოასწრო, რადგან ფიზიკური წინააღმდეგო გავუწიეთ",- ამბობს ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პირობა შეასრულოს და 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული პირები გაათავისუფლოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,