გამოვიდა შტეფან ტოლცის ახალი ფილმი - პორტი რომელიც არ აშენდა
2022-12-09 13:11:50

კულტურა

გამოვიდა რეჟისორ შტეფან ტოლცის  ახალი ფილმი საქართველოს 'საუკუნის პროექტზე' - სახელწოდებით "პორტი, რომელიც არ აშენდა".

ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შტეფან ტოლცი იღებს დოკუმენტურ ფილმს საქართველოს შესახებ.
1993 , 2002, 2013, 2022 წლები . 10 წლის წინ, 2013 წელს, მან წარმოადგინა ფილმი "სრული სვლით დასავლეთისკენ". ფილმი რომელშიც ერთდროულად მონაწილებდნენ მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. 

ამჯერად, ამ შაბათს, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ახალი ფილმის ჩვენება. ეს იქნება სპეციალური ჩვენება კინოთეატრ ამირანში თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
 
ეს ნამუშევარი მისი მეოთხე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ და კვლავ საქართველოს ისტორიული განვითარების  უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ანაკლიის პორტის მშენებლობა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება