თუ Apple-ის პროდუქტების მომხარებელი ხართ, ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათApp Store-იდან ფასიანი აპლიკაციის გადმოწერის სურვილი. TBCPay-ის სისტემაში iTunes/App Store Gift Card-ის შეძენა მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.
რა არის iTunes/App Store Gift Card?
iTunes/App Store Gift Card არის სასაჩუქრე ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეავსოთ მოცემულ ონლაინ მაღაზიებში პირადი ბალანსი და შეიძინოთ ფასიანი სერვისები. ამ გზით შესაძლებელიაApp Store-დან ფასიანი აპლიკაციების და თამაშების გადმოწერა. ბალანსის გამოყენებით, ასევე, შეგიძლიათ iTunes-იდან ფასიანი სიმღერების, წიგნებისა თუ ფილმების გადმოწერა. Apple -ის ონლაინ მაღაზიები კოლექციების მრავალფეროვნებითა და დიდი არჩევანით გამოირჩევა. ეს ყველაფერი ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
სასაჩუქრე ბარათის განაღდებით, ასევე, შეგიძლით iCloud-ზე დამატებითი მახსოვრობის შეძენა. Apple მომხარებლებს სტანდარტულად მხოლოდ 5GB უფასო სივრცეს სთავაზობს,რაც, დაახლოებით, 1000 ფოტოს შენახვის საშუალებას მოგცემთ. iCloud კი სანდოობითა და უსაფრთხოებით გამორჩეული ქლაუდ-სერვისია, რომელშიც ნამდვილად ღირს დამატებითი თანხის გადახდით სივრცის გაზრდა, რომ მშვიდად განათავსოთ თქვენი პირადი ფოტო თუ ვიდეო კოლექციები.
წინაისტორიამოკლედ
საქართველოში Apple-ის ტექნიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს და iPhone-ის, iPad-ის თუ Mac-ის მომხმარებლებისთვის ხშირად საჭიროა სხვადასხვა ფასიანი სერვისის მიღება, რაც ახლა უკვე მარტივად შეუძლიათ განახორციელონ TBC Pay-ს პლატფორმებიდან, როგორც ვებგვერდიდან, ისე სწრაფი გადახდის აპარატებიდან.
როგორ შევიძინოთ iTunes/App Store Gift Card TBC Pay-ზე?
TBCPay-ზე სასაჩუქრე ბარათის შეძენა მარტივად ხდება. ამისათვის საჭიროა ვებგვერდზე ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე იპოვოთ განყოფილება „სხვადასხვა“, მოძებნოთ სერვისის სახელი „ეფ სთორი & აითუნსი“ან უბრალოდ ძებნის ღილაკი დაიხმაროთ და აირჩიოთ მობილურით ან ელ.ფოსტით გადახდა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასაჩუქრე ვაუჩერი 5, 10, 15, 20 ან 25 $ -ის ბალანსით. ამის შემდეგ, მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომელსაც გაანაღდებთ App Store-ში Redeem Gift card or Code განყოფილებაში.
კიდევ რისი გადახდა გსურთ? TBC Pay-იზე,გარდა ამისა, 1000-მდე სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი. გამოიყენეთ 24 საათიანი ონლაინ პლატფორმა ან ისარგებლეთ სწრაფი ჩასარიცხი აპარატების ფართო ქსელით. გადაიხადეთ მარტივად და უსაფრთხოდ!
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,