აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
2026-04-22 20:31:53

საზოგადოება

აქტივისტი ალბი კორძაია მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს - სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ამდენი ხანი ხმა იმიტომ  არ ამოიო, რომ მის მიმართ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია და ელოდებოდა პრეცედენტს, როცა მსგავსი ფაქტი მოხდებოდა. 

ქალი აქტივისტი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობს იმის გამო, რომ ქალები დაიცვას. 

ჩემს შემთხვევაში ეს არ იყო გაუპატიურება, შესაბამისად, ჩემს სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ამიტომ ველოდებოდი პრეცედენტს, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ მოხდება და საკადრის პასუხს მერე გავცემდი ამ ადამიანს მსვერპლიც რა თქმა უნდა. 

ჩვენს შემთხვეაში არის სულ სხვა რეალობა. ხმას ვიღებ როგორც ყველთვის მარტო მე და იმედია, ეს ოდესმე დამიფასდება. რას ემსახურებაა ეს? -  პირველ რიგში ეს ემსახურება ქალების დაცვას მსგავსი სიტუაციებისგან. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლია ამაზე ლაპარაკი, მეორე - აუცილებლია, რომ რაღაც სტეროტიპები დაიმსხვრას და ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა, სადაც ქალები ამ ყველაფერზე უპრობლემოდ ლაპარაკობენ", - ამბობს ალბი კორძაია. 

აქტივისტი ქალის, ალბი კორძაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურების მუხლით] დაიწყო.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა