საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებს აქვთ
2026-03-26 17:21:00

საზოგადოება

 საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებზეა გაცემული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს უცხოელ მოქალაქეებზე 694 მართვის მოწმობა გაიცა, რომელთაგან 36% - ანუ 251 - რუსეთის მოქალაქეებზე.

ამასობაში, 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 128 მოქალაქემ მიიღო, ხოლო 2023 წელს - 99-მა.

საქართველოს მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილზე პაკისტანელები არიან, ხოლო პირველ ხუთეულში ინდოეთის, ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შედიან.

პირველი ათეული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებმაც 2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობა მიიღეს, შემდეგია:

რუსეთი — 251;
პაკისტანი — 87;
ინდოეთი — 86;
ბელარუსი — 79;
უკრაინა — 47;
აზერბაიჯანი — 27;
ირანი — 14;
თურქეთი — 11;
იორდანია — 11;
ნეპალი — 9.
საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს