დონალდ ტრამპი - ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე
2025-06-17 20:57:46

მსოფლიო

ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, ირანს კარგი საჰაერო სათვალთვალო რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა და საკმაოდ ბევრი, მაგრამ ეს ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, ჩაფიქრებულ და წარმოებულ „ნივთებს“.

„ამას ვერავინ აკეთებს ისე კარგად, როგორც კარგი, ძველი, ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ტრამპი.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-სთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებაში წერს: „უპირობო დანებება”.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო