2020-03-27 10:20:07, 3211 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - „ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს“
„ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. იგი ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მარაგების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა. შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდების და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხზეც იმსჯელეს. მან ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. „რთული საკითხია ფასების რეგულაციის თემა, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ორმა რგოლმა - მიმწოდებლებმა და სავაჭრო ქსელებმა ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ პირობები, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს. საგანგებო ვითარებაში ყველა პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და მოსახლეობისათვის ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი, რამდენიმე თვის სასურსათო მარაგებია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ აღარ ფიქსირდება პანიკური შესყიდვები. რაც შეეხება 9 პროდუქციაზე ფასების რეგულაციას, სახელმწიფოს მიერ მაქსიმალური კოორდინაცია ხორციელდება ყველა რგოლთან, რათა პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები შენარჩუნებული იყოს. პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ავტორი: ექსპრესნიუსი, განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|