17:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 13:25:05, 1665 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - 10-ზე მეტი პირი დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და იმ დაწესებულებებში, რომლებსაც საქმიანობა არ შეჩერებიათ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 10-ზე მეტი პირი დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და იმ დაწესებულებებში, რომლებსაც საქმიანობა არ შეჩერებიათ.

მისივე თქმით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

„10-ზე მეტი პირის დაშვება დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.

10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.

თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

საქმიანობის შეჩერა არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგროქიმიკატების სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

ასევე, ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას.

ასევე, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.

საცალო საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება და რეალიზაცია, საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics