17:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 11:18:28, 1256 ნახვა

საზოგადოება
გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი მომსახურებას ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოიფხვრამდე არ განაახლებს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი მომსახურებას იმ დრომდე არ განაახლებს, ვიდრე ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ აღმოიფხვრება.

როგორც ცნობილია გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა მიმდინარე წლის 16 მარტიდან ფრუნქციონირება შეაჩერა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა მომსახურების მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირი იძულებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივი ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.

გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალ-დამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics