14:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 10:23:01, 985 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა სამუშაო გრაფიკის ცვლილების შესახებ

საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სერვისცენტრები მომსახურებას განაგრძობენ შემცირებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 4 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე. ამასთანავე კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.

აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით  032 224 09 09.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics