14:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 13:42:30, 2576 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით - "Ilias" - ით სარგებლობენ. აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა - ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. 
ლექციების დისტანციურად ჩატარებისას "ეთა"-ში, ასევე გამოიყენება "zoom"-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული. ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი. 

სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. 
სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365"-ის "Teams" აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics