16:39 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 13:32:40, 2462 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად, თუ არ შესრულდება შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ დევნას ეხება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად, თუ არ შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას.

მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ საარჩევნო ცვლილებას.

„კონსტიტუციურ ცვლილებებს სჭირდება გარკვეული პერიოდი და სწორედ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოიძებნოს შესაძლებლობა, რომელიც იქნება მისაღები როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიხიისთვის, რათა შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელიც აიღო ხელისუფლებამ მოლაპარაკებების დროს. თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად და ჩვენ შესაბამისად, არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თუ არ შესრულდა შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics