17:11 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 16:26:30, 8706 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო მოდელზე ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება მიღწეულია

საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
"ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის ვითარების განსამუხტად და შედარებით ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, შეთანხმება არის მიღწეული", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ შევთანხმდით ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს. დღევანდელი შეთანხმება არის იმის მყარი საფუძველი, რომ საქართველო ჩაატარებს კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველო აგრძელებს თავის დემოკრატიულ გაძლიერებას" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics