09:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 13:43:47, 7190 ნახვა

სხვადასხვა
სახალდო დამცველი - ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა

სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი 2016 წლიდან აანალიზებს ქალთა გენდერული ნიშნით მომხდარ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და თვითმკვლელობის შემთხვევებს. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ქალთა მკვლელობის საქმეთა ანალიზის შედეგებით ცალსახად იკვეთება, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და განათლება.

დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით. - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics