17:28 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 11:44:52, 2513 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს.

საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში შეხვედრებს წელს საქართველო უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შეხიდების ხეივანი“ მოინახულა და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics